воскресенье, 25 апреля 2010 г.

1.პროექტის სახელი:"უცნაური მცენარეები"

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:პროექტის მონაწილეები გამოიკვლევენ "უცნაური მცენარეების"არსებობას საქართველოსა და მსოფლიოში.აგრეთვე გამოიკვლევენ,რაში მდგომარეობს მათი უცნაურობა.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ"უცნაურ მცენარეებს".გამოიკვლევენ,საქართველოს რომელ კუთხეებში ხარობს ესა თუ ის მცენარე,რომელიც გამოირჩევა თავისი უცნაურობით.კვლევას ჩაატარებენ ბოტანიკურ ბაღში, სადაც ინტერვიუს აიღებენ ფლორისტებთან.ასევე ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას, მსოფლიოში "უცნაური მცენარეების"არსებობის შესახებ და დააკონკრეტებენ,რაში მდგომარეობს მათი უცნაურობა.შეაგროვებენ ფოტომასალას,როგორც ბოტანიკურ ბაღში,აგრეთვე ინტერნეტიდან,რომელსაც გამოიყენებენ პლაკატისა და პრეზენტაციისათვის.შეფასდება,რამდენად სრულყოფილად იქნება გადმოცემული ცოდნა საქართველოსა და ფლორის შესახებ.მოძიებულ ფოტომასალასა და ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში,ბლოგებზე.

4.მონაწილეთა ასაკი:7–17 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა:სასწავლო წლის ნებისმიერი 1 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე.ნამუშევრების განთავსება ბლოგში.მცენარეთა სამყაროს წიგნის ელ.ვერსიის და პლაკატების შექმნა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:"მცენარეთა სამყაროს"ელ.ვერსია,ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას ფლორაზე,აგრეთვე გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას,შეისწავლიან ვებ–2.0–ის სერვისებს.შედგება საინტერესო პრეზენტაციები.

8.სარგებელი სხვებისთვის:"მცენარეთა სამყაროს"ელ.ვერსია,გაეცნობიან "უცნაურ მცენარეებს".

9.სამუშაო ენა:ქართული


10.საგნებთან/საგობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგნებში:ისტორიაში;ბიოლოგიაში;შეისწავლიან მსოფლიოში იმ ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას,სადაც ხარობებენ ის მცენარეები,რომლებსაც იკვლევენ;საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში მცენარეების მოძიებით,დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით) და სხვა.
პროექტის ფასილიტატორი:მაკა თეთრუაშვილი

11.მონაწილეები სხვა და სხვა სკოლიდან:

12.პროექრის ფასილიტატორის სახელი:მაკა თეთრუაშვილი.
ქ.რუსთავისN17 საჯარო სკოლა.
დაწყებითი განათლების პედაგოგი.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:makatetruashvili@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდის ბლოგი: http://makaucnauri.blogspot.com/